saqarTvelos mdinareebi - oqumi
სათავე | კოდორის ქედის სამხრეთ კალთა |
სიგრძე | 56 კმ |
აუზის ფართობი | 559 კმ² |
მდინარე დასავლეთ საქართველოში. სათავე აქვს კოდორის ქედის სამხრეთ კალთაზე, ერთვის შავ ზღვას. ზღვის დონიდან 1650 მ. სიგრძე 56 კმ. აუზის ფართობი 559 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა ოქტომბერსა და იანვარში. ახასიათებს წყალმოვარდნა. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 26,5 მ3/წმ. უმთავრესი შენაკადებია: დიდი ერისწყალი (მარცხენა), ოხოჯა, წარჩე (მარჯვენა).